იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატება ხელოვანთა საერთაშორისო კონკურსში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში გამართულ ხელოვანთა საერთაშორისო კონკურსზე საპრიზო ადგილი დაიკავა.

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტი, ნინო მამულაშვილი, თავისი საავტორო ნახატით, ხელოვნების საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდა ხელოვანთა პრიზი ერკნერი- 2023, მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

ნახატი სათაურით, " დროში მოგზაურობა" ნინო მამულაშვილმა, სპეციალურად კონკურსისთვის შექმნა.

გამარჯვებულ სტუდენტს, საერთაშორისო კონკურსის ჯილდო, ფულადი პრიზის სახით, უახლოეს დღეებში გადაეცემა.

ნინი მამულაშვილმა, საერთაშორისო კონკურსში ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მეშვეობით მიიღო მონაწილეობა.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინთან ახლოს მდებარე ქალაქ ერკნერის ხელოვანთა კლუბი, წლებია საქართველოში მოქმედ სამხატვრო სკოლებთან და სტუდიებთან აქტიურად თანამშრომლობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1136
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.