იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეკო-საგანმანათლებლო სამეცნიერო კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა და სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი, საგანმანათლებლო მე-7 სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენცია „კლიმატის ცვლილება, მდგრადი განვითარება და ბიომრავალფეროვნება",უნივერისტეტის რექტორის მოადგილემ, ირმა შიოშვილმა გახსნა.

კონფერენციაში მეორე ეტაპზე გადასული, უნივერსიტეტის საბაკალავრო და ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მუშაობაში ჩართულმა სტუდენტებმა და მოსწავლეებმა, აქტუალური გარემოსდაცვითი მოხსენებები წარადგინეს, რასაც დისკუსია-დებატები მოჰყვა.

სპეციალურმა კომისიამ მონაწილეებს შორის, I, II და III ადგილის მფლობელები გამოავლინა.

პირველი ადგილი უნივერსიტეტის ბიოლოგიის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა,. კესო სახიაშვილმა (ხელმძღვანელი პროფესორი მაგდა დავითაშვილი) და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ნინო კუპატაძემ (ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი, მანანა ბოჭორიშვილი) დაიკავეს.

პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის კახეთის რეგიონის კოორდინატორმა, კახაბერ სუხიტაშვილმა მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის". 300 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.

ამავდროულად, ყველა საპრიზო ადგილის მფლობელს, კახაბერ სუხიტაშვილი ეკო- ტურს მოუწყობს.

კავშირმა მდგრადი განვითარებისთვის „ეკოხედვა “ საჩუქრები გადასცა ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტს, ცისანა კოლოტაძეს (ხელმძღვანელები-- პროფესორი მაგდა დავითაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნანა ბერძენიშვილი) და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეს ქეთი თვალიაშვილს (ხელმძღვანელი: გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი შორენა ყარალაშვილი). კონფერენციის ყველა მონაწილეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შესაბამისი სერთიფიკატები, ხოლო თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის  დირექტორიმა, ლადო კახოიძემ და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თელავის ადგილობრივმა კოორდინატორმა, თამარ ამირგულაშვილმა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

კონფერენციაში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები საქართველო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, კავშირი მდგრადი განვითარებისთვის „ეკოხედვა“მონაწილეობდნენ. ეკო- საგანმანათლებლო სამეცნიერო კონფერენცია აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორის, მაგდა დავითაშვილის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის , ნათელა ბაღათრიშვილის ორგანიზებით გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1145
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.