იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა თელავის სახელწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსთა სამინისტროს შიდა კონტროლის დეპარტამენტმა , საინფორმაციო ხასაიათის შეხვედრა ჩაატარა.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირმა გელანტია- ახვლედიანი, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმაზე ესაუბრა.

" ეს რეფორმა ასოცირების შეთანხმების ნაწილია, რომელიც ინერგება საჯარო მმართველობაში. ჩვენ ვისაუბრეთ ორ მიმართულებაზე, შიდა აუდიტსა და მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე. სტუდენტებმა უნდა იცოდნენ რას ნიშნავს ეფექტიანი მმართველობა, ფუნქციურად დამოუკიდებელი შიდა აუდიტი, ანგარიშვალდებული მენეჯერი"- განმარტა შეხვედრის სპიკერმა.

რეფორმასა და მისი მიზნების შესახებ, მონაწილეებს თელავის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, თინათინ არაბულიც ესაუბრა.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა 2010 წლიდან მიმდინარეობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1718
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.