იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მუსიკის ფესტივალი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა.

უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სტუმრებისათვის მუსიკალური ჯგუფი "ბანი", ფოლკლორული ანსამბლი " წინანდალი", ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი " პატარა კახი" და თავად უნივერსიტეტის სტუდენტები მღეროდნენ

ფესტივალის მონაწილეები, დამსწრე საზოგადოებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ წარუდგინა.

მუსიკალური ღონისძიება ფოლკლორულმა ანსამბლმა " წინანდალმა" გახსნა.

ფესტივალის ფარგლებში, საკუთარი შემოქმედება შეკრებილ სტუმრებს, უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კესო სახიაშვილმს, ანი ბაღაღოშვილმა, ნინო ოქროპირიძემ, ხატია მჭედლიშვილმა და ნინო მეზვრიშვილმა გააცნეს.

მუსიკალურმა ჯგუფმა “ბანი” საკუთარი რეპერტუარი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სტუმრების ოვაციების ფონზე წარადგინა.

ფესტივალი უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის “ერეკლე მეორეს” ორგანიზებით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1271
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.