იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ X ტომის წარდგენა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ X ტომის პრეზენტაცია შედგა.

გამოცემის X ტომი გრიგოლ ორბელიანის წერილებს ეთმობა.

ღონისძიება ინტერდისციპლინური ჰუმანიტარიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორმა, უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი გოცირიძემ გახსნა.

წერილების გამოცემის ისტორია და X ტომის შედგენილობა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მზია გიგაშვილმა გააცნო.

"დღეს წარმოდგენილ ტომში აკადემიურად არის გამოცემული პოეტის 100 წერილი, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო 1874-1877 წლებს მოიცავს. ამათგან 97 ბარათი პირველად არის გამოქვეყნებული"- განაცხადა გიგაშვილმა.

წერილების მნიშვნელობა ისტორიულ კონტექსტში და გრიგოლ ორბელიანის პიროვნება ეპისტოლური მემკვიდრეობის მიხედვით, პროექტის სამეცნიერო კონსულტანტმა, პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა შეაფასა.

სამეცნიერო ჯგუფს დღეისათვის, უკვე მეცნიერულად შესწავლილი და გამოცემული აქვს გრიგოლ ორბელიანის 929 წერილი.

"ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის" მომდევნო, XIტომი, 2025 წელს დაიბეჭდება.

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში.

 
მნახველთა რაოდენობა: 977
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.