იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ვისწავლოთ და ვიკვლიოთ ერთად“ სტუდენტთა და მოსწავლეთა IV სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა გახსნა.

კონფერენციამ ორ, ქართულ და ინგლისურენოვან სექციად იმუშავა. სექციებს პროფესორი მანანა ღარიბაშვილი და ასისტენტ პროფესორი შორენა წიგნაძე ხელმძღვანელობდნენ.

სტუდენტებმა და კახეთის რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აქტუალურ თემებზე შექმნილი საკუთარი ნაშრომები წარადგინეს:

მთის სიამაყის სიმბოლო ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში-- დიანა ბაღდადელიშვილი- ,,ლინგვისტიკის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის მაგისტრანტი- სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი;

დიანა თუშიშვილი - სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე- პედაგოგი დიანა ბაღდადელიშვილი;

ქალის გენდერული როლი ჰაგიოგრაფიულ მწერლობასა და ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივში“ --ნინო მილორავა-კევლიშვილი- ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტი--ხელმძღვანელი,

ასოცირებული პროფესორი ნინო გიორგაძე; თინათინ კევლიშვილი - ქალაქ თელავის I საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე-- პედაგოგი ნინო ლაფაური;

კონცეპტ „ბედის“ ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტები სხვადასხვა სისტემის ენაში-- ელენე ბათურიშვილი - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტი-- ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი შორენა წიგნაძე;

მარიამ ჯაშიაშვილი - თელავის IX საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე--პედაგოგი თინათინ ჯიმუხაძე;

დანაშაული თუ „მართალი სამართალი“ სასიძოს მოკვლის ეპიზოდის მიხედვით-- სალომე აზიკური-ქართული ფიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტი-- ხელმძღვანელი, მოწვეული დოქტორი მაია კობიაშვილი; ნიკოლოზ ნაჭყებია-თბილისის 144 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე--პედაგოგი მაია კობიაშვილი;

ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ ლიტერატურულ-ფოლკლორული საფუძვლები-- ეკატერინე მამნიაშვილი- ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტი-- ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო გიორგაძე; ანანო ხუციშვილი- თელავის V საჯარო სკოლის მოსწავლე--პედაგოგი მაია მოსიაშვილი;

პასუხისმგებლობისა და ზეგავლენის კონცეპტი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მაგალითზე-- ლიკა ოხანაშვილი-ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტი--ხელმძღვანელი, მოწვეული დოქტორი მაია კობიაშვილი;

დავით ქუთათელაძე--ქალაქ თბილისის 144-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე-- პედაგოგი მაია კობიაშვილი;

ქალი, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი, სოციო-კუტურულ და ქრისტიანულ ცნობიერებაში იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“ მიხედვით --სოფიკო გელდიაშვილი -ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტი-- ხელმძღვანელი, მოწვეული დოქტორი მაია კობიაშვილი; ლიზა ბაღუაშვილი- ქალაქ თელავის I საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე;

დავით კლდიაშვილის ეროვნული თვალთახედვა მემუარების „ჩემი ცხოვრების გზაზედ“ მიხედვით --მარი ალადაშვილი--ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსის სტუდენტი-- ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო კოჭლოშვილი;

ხატია ალადაშვილი- კონდოლის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე; ერეკლე II (ბიოგრაფიული შტრიხები) -გენო ხვიჩავა - ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტი-- ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ სიმაშვილი; მარიამი ასლანიშვილი - თელავის IV საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე.

უილიამ შექსპირის ერთი სონეტის ორი ქართული თარგმანის შესახებ-- სალომე ყაყიჩაშვილი- ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსის სტუდენტი-- ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო ძამუკაშვილი;

ნაზი სმოიანი-სსიპ თელავის V საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე--პედაგოგი ია კოკოშაშვილი; ინგლისური ენის აქტუალობის საკითხისათვის-- ნათია სმოიანი -ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტი-- ხელმძღვანელი, მოწვეული მასწავლებელი ია ქუმსიაშვილი; ვანიკო მეგრელიშვილი- წინანდლის საჯაროსკოლის X კლასის მოსწავლე-- პედაგოგი ია ქუმსიაშვილი;

რუსული საშობაო ტრადიციები (Рождество, Колядки, Святки) ნინო ჩაველაშვილი-საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტი--ხელმძღვანელი, ასისტენტ- პროფესორი მედეა მეტრეველი; საბა მჭედლიშვილი -თელავის პირველი საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე.

მულტიმოდალური მიდგომები ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებაში: ვიზუალური, სმენითი და ინტერაქციული ელემენტების გამოყენების ეფექტურობა სწავლების პროცესში --თიკო მარდანაშვილი - ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტი-- ხელმძღვანელი, მოწვეული დოქტორი, ნინო ბალუაშვილი;

საბა ბედმანიკაშვილი - ქალაქ თელავის I საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე-- პედაგოგი ნინო ბალუაშვილი კლიმატის გამომხატველი ლექსიკა-ფრაზეოლოგია თანამედროვე ინგლისურ ენაში (Modern English lexical Units expressing Climate)--თინათინ ბაქრაძე - ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსის სტუდენტი; ნანუკა ბაღუაშვილი, მარიამ გოგიაშვილი-- ქალაქ თელავის I საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები- ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ღარიბაშვილი.

სწორი ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება და ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარება „ბერენსტეინის დათვების "სერიის წიგნების მიხედვით-- მერი ასრიანი - ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტი-- ხელმძღვანელი, მოწვეული დოქტორი ნინო ბალუაშვილი;

ბესიკ გოგოჭური - ქალაქ თელავის I საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე-- პედაგოგი ნინო ბალუაშვილი

Z თაობის საჭიროებებზე, შესაძლებლობებსა და ინტერესებზე რეაგირება: სწავლა-სწავლების ახალი მოდელის შემუშავება --დავით ოთარაშვილი - ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტი-- ხელმძღვანელი, მოწვეული დოქტორი, ნინო ბალუაშვილი;

ეკატერინე ახალაური - ქალაქ თელავის V საჯარო სკოლის XIკლასის მოსწავლე-- პედაგოგი: ია კოკოშაშვილი;

ინგლისური ენის როლი კარიერული განვითარებისთვის-- მარიამ პაპუნაშვილი - ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის Iკურსის სტუდენტი-- ხელმძღვანელი, მოწვეული დოქტორი ნანა პაპუნაშვილი; მარიამ იქაიძე- ზემო ალვნის II საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე-- პედაგოგი ნანა პაპუნაშვილი.

კონფერენციას მოწვეული პროფესორი, იაპონიის დოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ვენდელი ესწრებოდა.

კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.

სტუდენტთა და მოსწავლეთა IV სამეცნიერო კონფერენციას, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორები ნინო გიორგაძე, ნინო კოჭლოშვილი, მანანა ღარიბაშვილი და შორენა ლაზვიაშვილი უწევდნენ ორგანიზებას.

 
მნახველთა რაოდენობა: 876
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.