იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მწვანე" და "აგრისტოპენდიები" თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის 6- მა წარჩინებულმა სტუდენტმა, „მწვანე” და „აგროსტიპენდიები” მიიღო.

"მწვანე" სტიპენდიის მფლობელები არიან ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტები, სალომე მარგალიტაშვილი და ბექხან უმარაშვილი, ხოლო " აგრისტოპენდიები" მევენახეობა- მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის IIკურსის სტუდენტებმა, რომან ქურციკაშვილმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა, აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტმა რამაზ დათუაშვილმა და IV კურსის სტუდენტმა თეა ტეტიაშვილმა მოიპოვეს.

თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, დამსწრეებს გასული წლის "მწვანე" სტიპენდიის მფლობელმა, თელავის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნინაკა ბერძენიშვილმა სიტყვით მიმართა.

პროგრამის ფარგლებში, 500, 1000და 1500 ლარიანი სტიპენდიით საქართველოს 14 უმაღლესი და 14 პროფესიული სასწავლებლიდან, აგრარული მიმართულების 64 სტუდენტი დაჯილდოვდა.

სტუდენტების დაჯილდოებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში, ანნა ჩერნიშოვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, შვედეთის საელჩოს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, პროფესიული უნარების სააგენტოს, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მწვანე სტიპენდიების” პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

"აგროსტოპენდიების"პროგრამას კი , გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) აფინანსებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 886
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.