იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ალილოს მსვლელობას ორგანიზება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაუწიეს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საშობაო ალილოს მსვლელობისათვის უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ.

პირველი საშობაო შესაწირი, ალილოს მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ გადასცა და ქრისტეშობა მიულოცა.

მსვლელობა ღვთაების მონასტრიდან დაიწყო, სადაც ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურებმა საშობაო ლიტურგია ჩაატარეს.

თელავის ცენტრალურ ქუჩებში ალილოს მახარობელ სტუდენტებს, სასულიერო პირებსა და საეკლესიო მრევლს, თელავის თვითმმართველობის პირველი პირები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შესაწირით დახვდნენ.

შობის დღესასწაულის განუყოფელი რიტუალი, უნივერსიტეტის სტუდენტების ხალხური ცეკვისა და სიმღერის კონცერტით, თელავის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე დასრულდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ თელავის სხვადასხვა მუსიკალური სტუდიის აღსაზრდელებიც.

საშობაო ალილოს შესაწირი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა.

ალილოს მსვლელობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 603
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.