იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პარლამენტის წევრების შეხვედრა თესაუს სტუდენტებთან

ევროინტეგრაციის მიმართულებით, გატარებულ რეფორმებზე, საქართველოს პარლამენტის წევრები, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ წარუდგინა და დეპუტატებს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე და გამოწვევებზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისათვის სახელმწიფომ უნდა დაძლიოს.

დეპუტატებმა სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცემული კრებული "ევროკავშირთან ასოცირების სამართლებრივი საფუძვლები "საჩუქრად გადასცეს.

შეხვედრა კანონმდებლებთან, აქტიური კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

პარლამენტის წევრებთან ერთად, სტუდენტებთან შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი ესწრებოდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1986
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.