იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
"გზა წარმატებისკენ"- უნივერსიტეტს თელავის IV საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასკოლო პროექტის " გზა წარმატებისკენ" ფარგლებში , თელავის IV საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

პროექტი მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებას და წარმატებული კარიერული განვითარების შესაძლებლობების ძიებას ემსახურება .

მოსწავლეებს უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა ესაუბრა, რომელსაც მოსწავლეებმა პროფესიული წარმატების შესახებ კითხვები დაუსვეს.

მოსწავლეებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა.

მოსწავლეებმა უნივერსიტეტში სოფლის მეურნეობის ლაბორატორიები და ბიბლიოთეკაც დაათვალიერეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 2616
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.