იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ და სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს.

უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ კვლევით ცენტრს მრავალწლიანი თამაშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

"სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევით ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის განახლებას ახალ ეტაპზე გადაჰყავს აქამდე არსებული ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა. ეს არის ერთადერთი ცენტრი, სადაც ჩვენს სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი კვლევები განახორციელონ, შეუზღუდავად გამოიყენონ კვლევითი ცენტრის ბაზა და ლაბორატორიები. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის აგრარული მიმართულება უკვე წლებია პრიორიტეტულია, ამიტომ ცენტრთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, კვლევითი მიმართულების ასეთი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, კიდევ უფრო მეტი შედეგი გვექნება და ჩვენი თანამშრომლობაც დიდი მიღწევების საწინდარი გახდება"- განაცხადა შალვა ჭკადუამ.

" კვლევითი ცენტრისათვის რეგიონებში აგრარული მიმართულების უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა პრიორიტეტულია. თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებს , აკადემიურ პერსონალთან ერთად ცენტრის ბაზების გამოყენების საშუალება ექნება"- აღნიშნა კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

მემორანდუმი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობას, ასევე ცენტრის საცდელ- სადემონსტრაციო და ლაბორატორიულ ბაზებზე სტუდენტების სტაჟირებას ითვალისწინებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1779
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.