იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუმ ციფრული და მეწარმეობის უნარ- ჩვევების კვლევის შედეგები საფრანგეთში წარადგინა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პარიზის სერჟის უნუვერსიტეტში, პროექტის pact4skill-ის საბოლოო დასკვნითი კონფერენციაზე, ციფრული და მეწარმეობის უნარ- ჩვევების კვლევის შედეგები წარადგინეს.

კონფერენციაზე პროექტის პარტნიორმა ორგანიზაციებმა, პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობების შემაჯამებელი ანგარიშები გაიტანეს.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები პარიზისა და სერჟის მუზეუმებში, კერძოდ ლა კარე პატრიმონის (Le Carré Patrimoine) , პისარიო- პონტოის ხელოვნებისა და ისტორიის, შატო აუვერის ვან გოგის მუზეუმი, დუბინის და კლუნის მუზეუმებში იმყოფებოდნენ.

სტუმრობა მუზეუმებში არსებული სხვადასხვა სერვისების გაანალიზებას და პროექტის ფარგლებში შექმნილ თამაშებში საუკეთესო ვერსიების თავმოყრას ითვალისწინებდა.

პროექტ PACT4SKILL -ის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შექმნა თამაში ერეკლე მეფეზე, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე.

თამაში შემეცნებითი ხასიათისაა და მისი ნახავა შესაძლებელია საიტზე: https://ivetagr.org/p4s/index.php

 
მნახველთა რაოდენობა: 244
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.