იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პლაგიატის შესახებ ტრენინგი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროექტის ETHICS ფარგლებში პლაგიატის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

შეხვედრას ახალგაზრდა მკვლევრები, დოქტორანტები და უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მთავარი თემა „კვლევის ეთიკის პრინციპები და პლაგიატის სახეები“ იყო.

ტრენერებმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორებმა, სოფიო არსენაშვილმა და ნინო კახაშვილმა, განათლების დოქტორმა, მაკა კოჭაურმა მონაწილეებს ევროპის კვლევის ეთიკის კოდექსი და პროექტის ფარგლებში შემუშავებული თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის ეთიკის კოდექსი გააცნეს.

ტრენინგი ერაზმუს+ პროექტის ETHICS „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” ფარგლებში გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3006
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.