იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საჯარო ლექცია ტყის დაცვის დღესთან დაკავშირებით იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტყის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია ჩატარდა.

ლექციის თემა ტყეები ბოლო გამყინვარების შემდეგ და ტყეს გაყოლილი ცივილიზაციები" იყო.

რექტორის კონსულტანტმა სტუდენტთა კარიერული განვითარების მიმართულებით, გარემოს დაცვის ექსპერტმა, კახაბერ სუხიტაშვილმა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებსა და საჯარო სკოლების მოსწავლეებს, კახეთის ტყეების უნიკალურობისა და ტყეებთან ერთად გამქრალი ცივილიზაციების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა.

საჯარო ლექციას აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნირებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ლევან შავაძეც ესწრებოდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1475
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.