იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“

     ნატოს კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ სტუდენტები ესტუმრნენ. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცენტრის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორი თენგიზ ციხისთავი სტუმრებს სასწავლო ცენტრის ისტორიის, დანიშნულების, სტრუქტურისა და არსებული კურსების შესახებ ესაუბრა.

  ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ,  თუ სად და რა ვითარებაში გადიან  ქართველი ჯარისკაცები მომზადებას.

   შეხვედრის ფარგლებში, ეროვნულ სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. სტუდენტები სიმულაციური სროლის კლასსაც ეწვივნენ.

     ნატოს კვირეული 4 აპრილს გაიხსნა და 19 აპრილს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ სტუდენტები საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ესტუმრებიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 4146
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'