იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული კლუბის "YOUTHTITIA" შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

ინოვაციური ახალგაზრდული კლუბის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე სტუდენტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი ესაუბრა.

სტუდენტებმა ახალგაზრდული კლუბის აქტივობებისა და შესარჩევი კონკურსის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ახალგაზრდული კლუბის პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს, გამოჩენილი ინტერესისა და ახალი პროექტებისათვის მადლობა გადაუხადა.

რექტორმა თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზეც ისაუბრა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1339
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.