იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
წყლის რესურსების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მეოთხე ფორუმი თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონის თაობაზე, ცნობიერების ამაღლების მეოთხე ფორუმი ჩატარდა

ფორუმის მიზანი წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონის ფართე საზოგადოებისათვის გაცნობა იყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირინა ქურასბედიანმა, უნივერსიტეტის პერსონალსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, ახალი კანონის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და დარბაზის კითხვებს უპასუხეს უნივერსიტეტის რექტორმა , შალვა ჭკადუამ მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს და სამომავლო თანამშრომლობისათვის რამდენიმე წინადადება დააყენა.

ფორუმის მუშაობაში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მონაწილეობდა.

ფორუმი აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და არასამთავრობო ორგანიზაციის „გარემო და განვითარება“ ერთობლივი პროექტის „წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მოთხოვნების განხორციელების და ინფორმირებულობის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პარლამენტმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი 2023 წელს დაამტკიცა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1682
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.