იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელწიფო უნივერსიტეტმა CIF საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ორი პროექტი მოიგო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ ფაკულტეტზე, კონკურენტული ინოვაციების ფონდმა პროექტები დააფინანსა.

პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” დაფინანსებულია განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საგრანტო პროექტი-- "STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის.“

პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული ESTA - ს ლაბორატორია აღიჭურვება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, მათემატიკისა და ინჟინერია-რობოტიკის საბაზისო რესურსით.

ამის გარდა, მოქმედი და მომავალი პედაგოგებისათვის შემუშავდება საუნივერსიტეტო STEM კურსები და მეთოდოლოგიური გზამკვლევი.

პროექტის ფარგლებშივე შეირჩევა 20 საპილოტე სკოლა, სადაც დაფუძნდება და აღიჭურვება STEM ლაბორატორიები, ხოლო მასწავლებლებს ქართველი და პოლონელი მწვრთნელები გადაამზადებენ.

პროექტი 15 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე დაფინანსებულია პროექტი ,,ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში".

პროექტის თანახმად, უნივერსიტეტში დაინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, მოეწყობა ჭკვიანი სათბური, დრონების ლაბორატორია და სასწავლო პროცესში დაინერგება ბიოინფორმატიკის კურსი.

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულია კიდევ ერთი პროექტი, რომელშიც თელავის სახელწიფო უნივერსიტეტი პარტნიორის სახით ჩაერთვება.

დაფინანსებულ პროექტებს უნივერსიტეტი ქართულ და უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით განახორციელებს.

პროექტებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1169