იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სადოქტორო ნაშრომის დაცვა თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის დაცვა შედგა.

სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა ზაზა ბააზოვმა, სადისერტაციო საბჭოს საკუთარი ნაშრომი ,,თაფლის ღვინის“ დამზადების ტექნოლოგიის სრულყოფა ფერმენტირებული ყვავილის მტვრის გამოყენებით“ წარუდგინა.

სადოქტოროს სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი, მარიამ ხოსიტაშვილი.

დისერტაციის საჯარო განხილვაზე ოფიციალურმა რეცენზენტებმა, პროფესორებმა,.ოლან გოცირიძემ, გურამ პაპუნიძემ და იოსეფ მესიკმა სადისერტაციო ნაშრომის დადებითი შეფასებები წარადგინეს.

დისერტანტის მოხსენების შემდეგ, სამეცნიერო დისკუსია ჩატარდა.

აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზაზა ბააზოვს სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1106
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.