იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში აკადემიური კეთისინდისიერების ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა- ტრენინგი ჩაატარა.

შეხვედრა, რომელსაც უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, პლაგიატისა და წყაროების დამოწმების წესს შეეხებოდა.

ტრენინგი აკადემიური. კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო კახაშვილმა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ლალი ძამუკაშვილმა ჩაატარა.

შეხვედრას ესწრებოდა და განხილვის პროცესში ჩართული იყო, კავკასიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, თენგიზ სიმაშვილი.

შეხვედრა საერთაშორისო პროექტის „ETHICS“ ფარგლებში ჩატარდა.

აკადემიური კეთლსინდისიერების სტანდარტებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, შეხვედრები გაგრძელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 299
 
 
 
 
2024 ივნისი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-6-31'