იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტმა კრივში ჩეხეთის ეროვნული ლიგა მოიგო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კრივში ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ლიგაში გაიმარჯვა.

ჩეხური სპორტული კლუბის "Brnenska Boxsana"- ს ინფორმაციით, 19 წლის თელაველმა სპორტსმენმა მეტოქე პირველივე რაუნდში ჩააგდო ნოკაუტში და ყველასგან დაუმარცხებელ მოკრივეს მოუგო.

მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა ორი შეხვედრა ჩეხ და უკრაინელ სპორტსმენებთან ჩაატარა და ორივე გამარჯვებით დაასრულა.

ირაკლი ღარიბაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტია და ჩეხეთში , ქალაქ ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამით იმყოფება.

თელაველი სტუდენტი თანამედროვე კლასიკური კრივის სახეობაში, 86 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და სწავლის პარალელურად, სპორტულ კლუბ "Brnenska Boxsana"-ში ვარჯიშობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 175
 
 
 
 
2024 ივნისი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-6-31'