იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტმა საერთაშორისო კონკურსში " შავი ზღვის მეცნიერება 2024“ პირველი ადგილი დაიკავა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსში წარმატებას მიაღწია. I კურსის სტუდენტმა ცისანა კოლოტაძემ ოდესის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტ მარია იუნოშევასთან ერთად, ერთობლივი ნაშრომით „ნაგავსაყრელების ფილტრატების დამუშავება ბიოლოგიური მეთოდით“ (ხელმძღვანელები - მაგდა დავითაშვილი და ტეტიანა შპირკო)წარადგინა.

ეკოლოგიის მიმართულების კომისიამ ნაშრომი მაქსიმალური, 127 ქულით შეაფასა და სტუდენტებმა პირველი ადგილი და შესაბამისი სერთიფიკატები მიიღეს.

ქვეყნებიდან, უკრაინა, გერმანია, ომანი, ლიტვა, სერბეთი, პოლონეთი, რუმინეთი, საქართველო, ყაზახეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, სტუდენტებმა სულ 358 ნაშრომი წარადგინეს.

საერთაშორისო კონკურსი კვების ტექნოლოგიების ოდესის ეროვნული აკადემიის მიერ იყო ორგანიზებული.

 
მნახველთა რაოდენობა: 178
 
 
 
 
2024 ივნისი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-6-31'