იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს მკვლევრებს აშშ- ს წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკა გააცნეს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა მკვლევრებისათვის პრეზენტაცია ჩაატარა.

თამარ ასლანიშვილის პრეზენტაცია შეეხებოდა 2024 წლის 11- 25 მაისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის პერიოდს, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში დაიგეგმა.

პრეზენტაციის ავტორმა, შეხვედრაზე დამსწრე მკვლევრებს, ამერიკის შეერთებულ ი შტატების სხვადასხვა უნივერსიტეტის პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარა.

შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP)ფარგლებში დაგეგმილია პროგრამაში მონაწილე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კვლევების ადმინისტრირებისთვის ხელშეწყობა.

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მიერ და ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისა და უნივერსიტეტის კვლევის ადმინისტრირების ეროვნული საბჭოს (NCURA)-ს ხელშეწყობით.

 
მნახველთა რაოდენობა: 220
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.