იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში USAID- ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID- ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება მოეწყო.

ღონისძიებაში კახეთის რეგიონის 35 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

რეგიონის ოთხი რაიონის, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და გურჯაანის საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა, აქტივობის მონაწილეებს, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაცია აჩვენეს.

მოსწავლეებმა და კლუბების მუშაობაში ჩართულმა სტუდენტებმა, პროექტის ფარგლებში მათ მიერ შექმნილი ნივთებიც გამოფინეს.

შემაჯამებელ ღონისძიებას სკოლების პედაგოგები, საჯარო სკოლების დირექტორები, მოსწავლეების მშობლები, თესაუს და USAID საბაზისო განათლების პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში სკოლებში შექმნილი იდეატორთა, STEM, კითხვის და წიგნის მეგობარი ოთხი კლუბის საქმიანობას კონსულტატობას უწევდა თესაუს გუნდის 8 წევრი, ხოლო აქტივობებში ჩართული იყო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 28 სტუდენტი და დაწყებითი საფეხურის 411 მოსწავლე.

კლუბის ყველა მონაწილე, ასევე საჯარო სკოლები და პროექტში ჩართული სტუდენტები შესაბამისი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ

მოსწავლეებს კლუბების დასახელებით, სამახოვრო გულსაბნევებიც გადაეცათ.

ღონისძიება კახეთის რეგიონში USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის კოორდინატორის, უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, ნინო ნახუცრიშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 239
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.