იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციებზე

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

XIII საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

უნივერისტეტი ტრადიციულად , ჰუმანიტარული და კულტურულ- საგანმანათლებლო მიმართულების პროექტს “ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ახორციელებს.

კონფერენციაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებმაც ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებაზე მოხსენებები წარადგინეს.

ლინგვისტიკის სამაგისტრო პროგრამის II კურსის მაგისტრანტმა, დიანა ბაღდადელაშვილმა წარადგინა მოხსენება- "ზოგიერთი კონცეპტის გააზრებისათვის ვაჟა- ფშაველას. შემოქმედებაში' (ორიგინა ლი და ინგლისურენოვანი თარგმანების შეპირისპირებითი ანალიზი) - ხელმძღვანელი-პროფესორი, ნუნუ გელდიაშვილი;

ქართული ფიოლოგიის IV კურსის სტუდენტმა, გიორგი ზუბიტაშვილმა წარადგინა მოხსენება -"სიყვარულის კონცეპტი ვისრამიანში"- ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ნინო გიორგაძე;

ქართული ფილოლოგიის II კურსის სტუდენტმა, ეკა მამნიაშვილმა წაიკითხა მოხსენება- „“საკუთარი ოთახის” ისტორია- ვირჯინია ვულფის “საკუთარი ოთახისა”და ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა “კონას” მიხედვით- ხელმძღვანელი--ასოცირებული პროფესორი, ნინო გოგიაშვილი.

კონფერენციისთვის 10 უმაღლესი სასწავლებლიდან, სულ 60 მოხსენება იყო შერჩეული.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის III კურსის სუდენტებმა, ლიზი ხოტენაშვილმა და ელენე ოქრუაშვილმა ერთობლივი მოხსენება-ეპოქა და მწერალი წარადგინეს.

მოხსენებაში აქცენტები გაკეთდა დავით შემოქმედელის ლირიკის მნიშვნელოვან მახასიათებლებზე.

კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატი და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 246
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.