იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს პოლონელი პროფესორები სტუმრობენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთის ტარნოვის უნივერსიტეტის პროფესორები იმყოფებიან.

პროფესორები აგატა ლადა და ანნა სტეფანოვიჩ-კოკოლი, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პოლონელმა პროფესორებმა შეხვედრის მონაწილეებს ტარნოვის უნივერსიტეტი გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

პოლონელმა პროფესორებმა თელავის სახელმწიფო უინივერსიტეტში ჩაატარეს ლექცია თემაზე: ინტერკულტურული ურთიერთობები.

 
მნახველთა რაოდენობა: 315
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.