იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

       8 აპრილს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებთან შეხვედრა გამართეს.

    აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია და 10 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

    რეგისტრაციის გასავლელად მსურველებმა პროფესიულ სასწავლებლებს, საინფორმაციო ცენტრებს ან საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უნდა მიმართონ. 

    გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა აპლიკანტებს პროგრამული ტესტირების პირობების, რეგისტრაციის პროცედურების და ამ კუთხით არსებული სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

    დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან:

    www.naec.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 4011
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'