იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

  1989 წლის  9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა,  პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა  9 აპრილის მემორიალი ყვავილებით  შეამკეს. 

    25 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა ( მათ შორის, უმეტესობა- ქალები). დაღულუპთა  შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც, იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.

    1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.

   2016 წლის   9 აპრილის მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების და თელავის საზოგადოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4157
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.