საერთაშორისო სტუდენტური ბანაკი „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“, გაიხსნა.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 50 სტუდენტი ბანაკის ფარგლებში, ხუთი დღის განმავლობაში იმუშავებს: მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების ლექციები;
პრაქტიკული ტრენინგები;
დრონების მართვა;
ჭკვიანი აგროტექნოლოგიები და გუნდური პროექტები.
ბანაკი ხორციელდება CIF საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ინოვაციური აგროტექნოლოგიების — დრონების, მიკროკონტროლერებისა და ჭკვიანი ფერმერული სისტემების — ინტეგრირებას ქართულ უნივერსიტეტებში.
პროექტის პარტნიორები არიან:
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ალტე უნივერსიტეტი;
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
შვედეთის სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა უნივერსიტეტი;
მონპელიეს უნივერსიტეტი.










