იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტის წარმატება ხარკოვში

 ხარკოვის სკოვოროდის  სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე- ,,სასწავლო დაწესებულებები : ისტორია და თანამედროვეობა“.  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა, ზურაბ სპანდერაშვილმა ( ხელმძღვანელი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული დოქტორი ნათელა ღუდუშაური), რომელმაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ღირსეულად წარმოაჩინა.    

 თესაუ-ს სტუდენტის მიერ წარდგენილმა თემამ- ,,იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია’’- ხარკოვის ნაციონალური პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია.

 ზურაბ სპანდერაშვილის სტატია   სამეცნიერო კრებულში დაიბეჭდება, რომელიც  სასწავლო დაწესებულებების ისტორიას მიეძღვნება. 

 
მნახველთა რაოდენობა: 3879
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'