იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა ტემპუსის პროექტის ფარგლებში

  4 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ტემპუსის პროექტის- ,,კურიკულუმის განვითარება და რეგიონული სასწავლო პლატფორმის დაფუძნება ჰემატოლოგიის სწავლების გაუმჯობესების მიზნით, საბუნებისმეტყველო და სამედიცინო დარგებისათვის” ფარგლებში, საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას  პროექტის კოორდინატორი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ფორაქიშვილი და  საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან  პროექტის სხვა მონაწილეები დაესწრნენ.  მათ შორის იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი მაგდა დავითაშვილი.

პროექტის კოორდინატორმა  პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა  და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.  შეხვედრა   საქმიანი დისკუსიით დასრულდა.  

 
მნახველთა რაოდენობა: 6248
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'