იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტმა მცირე გრანტების კონკურსში გაიმარჯვა

     თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა   ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის (PITA)  მონაწილე ახალგაზრდებისათვის გამოაცხადა  მცირე გრანტების კონკურსი, თემაზე - ,,წიგნიერების განვითარება.“  კონკურსში მონაწილეობა მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის I კურსის სტუდენტმა და თესაუ-ს  სტუდენტური თვითმართველობის წევრმა -ლალი ყიფიანმა. 

    თესაუ-ს სტუდენტის  მიერ წარმოდგენილმა თემამ - ,,წიგნი შენი საიმედო  მეგობარია“ კონკურსში გაიმარჯვა და საგრანტო თანხა მოიპოვა. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.  ლალი ყიფიანი პროექტის განხორციელებას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს.

    პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USID)-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3980
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.