იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს ასოცირებული პროფესორი ესპანეთში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მანანა კევლიშვილი, ,,ერასმუს მუნდუს ელექტრა“-ს პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ესპანეთის ქალაქ ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
მანანა კევლიშვილი ჩაერთო ერთობლივ სამეცნიერო კვლევებში, რომელიც ნიადაგის ქიმიური შედგენილობის და მცენარეებსა და საკვებ პროდუქტებში ელემენტების მოძრაობის მიმართულებით ჩატარდა.
როგორც მანანა კევლიშვილმა განაცხადა, ეს კვლევები ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოცდილების მიღების თვალსაზრისითაც, რადგან მსგავსი ტიპის სამეცნიერო სამუშაოები თესაუ-ში ჯერ არ ხორციელდება.
ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა საქართველოს ნიადაგების ქიმიური შესწავლის მიმართ ინტერესი გამოხატეს და უახლოეს მომავალში ესპანელი მკვლევარები, ერთობლივ კვლევებში მონაწილეობის მისაღებად, შესაძლოა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრონ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6882
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'