იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ლევან გოთუას ოჯახი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2016 წლის 17-18 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოების  ტრადიციულ, ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციას, ცნობილი ქართველი კლასიკოსის,  ლევან გოთუას ოჯახის წევრები  დაესწრნენ. 

კონფერენციის სახელწოდება იყო  – ,,კლასიკოსთა გაკვეთილები” და ამჯერად  ის ლევან გოთუას მიეძღვნა.

სამეცნიერო კონფერენციას მწერლის ქალიშვილთან და შვილიშვილთან  ერთად, ცნობილი ქართველი მეცნიერები, ავთანდილ არაბული, როსტომ ჩხეიძე და გიორგი გოგოლაშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიება უნივერსიტეტის ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

ქართველი კლასიკოსებისადმი მიძღვნილი  სამეცნიერო კონფერენცია წელს ოცდამეხუთედ გაიმართა და მას საფუძველი 1991 წელს ჩაეყარა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6315
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'