იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პაატა ბურჭულაძე თესაუ-ში

მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდის- ,,ივერიისას” -დამფუძნებელი, ცნობილი საოპერო მომღერალი და ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე, ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად, 13 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
პაატა ბურჭულაძემ თესაუ-ს პროფესორ- მასწავლებლებს, სტუდენტებს და თელავის საზოგადოებას ინფორმაცია ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობის და მისი მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა.
ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას ფონდი ,,ივერიისა” ახორციელებს, რომელსაც პატრიარქის კურთხევით, პაატა ბურჭულაძე უდგას სათავეში.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს მოქალაქეები და უცხოეთში მცხოვრები ქართველები თანხას, 1 ლარს, სამონასტრო კომპლექსის, საგანმანათლებლო ცენტრის და ობოლთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა თავშესაფრის მშენებლობისთვის თანასწორი წვლილით შეიტანენ.
მახათას მთაზე, სამონასტრო კომპლექსთან ერთად, განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას, აშენდება მუზეუმიც.
შეხვედრაზე, ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ქართული მართლმადიდებლობის შესახებ-,, ღირს არს ჭეშმარიტად“.

 
მნახველთა რაოდენობა: 6964
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'