იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტი,, მევლანას” გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული გახდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, მარიამ ოთიურიძე, თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ,,მევლანას” გაცვლითი პროგრამის 2015-2016 წლის გამარჯვებული გახდა.
ამჟამად მარიამი, აღნიშნული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრით რიზეს უნივერსიტეტში იმყოფება.
,,მევლანას” გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, განახორციელონ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობა.
,,მევლანას” გაცვლითი პროგრამა, სხვა გაცვლითი პროგრამებისგან განსხვავებით, რეგიონის განურჩევლად, მსოფლიოს ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ფარავს.

 
მნახველთა რაოდენობა: 6428
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'