იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სწავლა საფრანგეთში

16 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ასისტენტმა და სტუდენტთა მობილობის ორგანიზაცია – ,,კამპუს ფრანსის”- წარმომადგენელმა თბილისში, ანა ლოლუა, გამართა პრეზენტაცია- „სწავლა საფრანგეთში“.
შეხვედრაზე საფრანგეთში სწავლით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე, როგორც ფრანგულენოვან, ასევე- ინგლისურენოვან პროგრამებზე, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიებზე, ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდებსა და ფრანგული ენის კურსებზე საფრანგეთში.

 
მნახველთა რაოდენობა: 8043
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'