იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,გაიგე მეტი შენი უფლებების შესახებ“

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიული გაძლიერების ცენტრი“-ს წარმომადგენლებმა 20 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია ჩაატარეს.
სტუდენტებთან გამართული შეხვედრა თემაზე-,,გაიგე მეტი შენი უფლებების შესახებ“- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას შეეხებოდა.
რას გულისხმობს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა? რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა, ფერმერებმა და მეწარმეებმა საკუთარი უფლებების შესახებ? რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება? – ამ და სხვა საკითხებზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საზოგადოების სწორი ინფორმირებულობის მნიშვნელობას.
შეხვედრა თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.
აღნიშნული პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული, საქართველოს რეგიონების სტუდენტებისთვის ევროკავშირის თემაზე ლექციების და დებატების გამართვას ითვალისწინებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 6963
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.