იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საინფორმაციო შეხვედრა ერასმუს+ -ის კონკურსის შესახებ

25 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა ერასმუს+ -ის პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებული კონკურსის შესახებ თესაუ-ს სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა, გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც ამ ეტაპზე ბაკალავრიატის და დოქტურანტურის სტუდენტებს დააინტერესებს. გაკეთდა ინფორმაცია ასარჩევი სასწავლო საგნების, მოსამზადებელი დოკუმენტების, ტესტირების და გასაუბრების შესახებ.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა განაცხადი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში 10 დეკემბრამდე უნდა შეიტანონ. შესაბამისი ტესტირების და გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ სასწავლებლად თებერვლის შუა რიცხვებში გაემგზავრებიან.
ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, თესაუ არისტოტელეს უნივერსიტეტთან (საბერძნეთი), განათლების უნივერსიტეტთან (ავსტრია) და აღმოსავლეთ ტექნიკურ უნივერსიტეტთან ( თურქეთი) თანამშრომლობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 6641
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'