იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ივანე ბერიტაშვილის მუზეუმს ექსპონატები გადაეცა

ივანე ბერიტაშვილის მუზეუმს სამუზეუმო ექსპონატები, კერძოდ, 1914-1918 წლებში შექმნილი ხელნაწერები გადაეცა. უნიკალური დოკუმენტები მოიცავს ფიზიოლოგიის, როგორც საგნის, განვითარების და ექსპერიმენტული სამუშაოების ამსახველ მასალებს, პირად წერილებს, სხვადასხვა ფორუმზე წაკითხულ მოხსენებებს, წიგნს-,,მოგონებები ივანე ბერიტაშვილზე“ და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი, დოქტორი დავით ნადარეიშვილი, აკადემიკოსი გურამ ბექაია, განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, დოქტორი ირინე დარჩია; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: თეა მჭედლური, თამარ ნადირაძე, გელა აზიკური და ნუნუ გელდიაშვილი.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მუზეუმში გაიხსნა რეგიონული, ანთროპოლოგიური ექსპოზიცია-,,პირველყოფილი ადამიანები და პირველი საცხოვრისები“, სადაც განთავსდა გურჯაანის მახლობლად აღმოჩენილი ნიმუშები. აღნიშნული ექსპონატები სიძველით დმანისის აღმოჩენების პერიოდს უკავშირდება.
ღონისძიება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 7409
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.