იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,რა? სად? როდის?-ფინალური შეხვედრა

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშის-რა? სად? როდის?- ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს გუნდები: ,,69“ და ,,404“ დაუპირისპირდნენ.
  დაძაბული ბრძოლის შემდეგ, თესაუ-ს ჩემპიონის ტიტული გუნდმა-,,69“- მოიპოვა, საუკეთესო მოთამაშედ კი, ,,404“-ის წარმომადგენელი, ამირან ბოჭორიშვილი, დასახელდა.
  გამარჯვებული გუნდი სიგელებით, წიგნებით და უნივერსიტეტის საახალწლო, სტუდენტური წვეულების მოსაწვევებით დაჯილდოვდნენ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მოაზროვნეებს კი, საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშის- ,,რა? სად? როდის?“- შეხვედრები სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.
  სტუდენტურ ლიგაში მონაწილეობას თესაუ-ს 12 გუნდი იღებდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4159
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'