იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,რა? სად? როდის?-ფინალური შეხვედრა

ინტელექტუალური თამაშის-რა? სად? როდის? თესაუ-ს ჩემპიონის ტიტული იაკობ გოგებაშვილის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების გუნდმა ,,ჰეროდოტემ“ მოიპოვა.
28 დეკემბერს გამართულ ფინალურ შეხვედრაში ისტორიკოსებმა თესაუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდი ,,ელ-ეს-დე“ დაამარცხეს.
ინტელექტუალური თამაშის სტუდენტური ლიგის საუკეთესო მოაზროვნეებად გიორგი მწყერაძე (,,ჰეროდოტე“) და გიორგი ხრუსტალი (,,ელ-ეს-დე“) დასახელდნენ.
გამარჯვებულ გუნდებს და მოაზროვნეებს სტუდენტური თვითმმართველობის და ქალაქ თელავის მერიის წარმომადგენლებმა საჩუქრად წიგნები გადასცეს.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშის- ,,რა? სად? როდის?” შეხვედრები 2 დეკემბრიდან დაიწყო.
სტუდენტურ ლიგაში მონაწილეობას თესაუ-ს 5 გუნდი იღებდა.
ღონისძიების ორგანიზატორია თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა, თანაორგანიზატორი-თელავის ინტელექტ-კლუბი.

 
მნახველთა რაოდენობა: 6488
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.