იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,კავკასიური სახლი“ და ,,მწერალთა სახლი“ თესაუ-ში

22 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,კავკასიური სახლის“ და ,,მწერალთა სახლის“ წარმომადგენლები თესაუ-ს რექტორს შეხვდნენ.
,,მწერალთა სახლსა“ და თელავის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ,,კავკასიურ სახლთან“ კი სამომავლო ურთიერთობის გეგმები დაისახა. მხარეებმა ერთმანეთს წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 
შეხვედრაზე საუბარი ერთობლივ პროექტებს და იმ ღონისძიებებს შეეხო, რომლებიც აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, თელავის უნივერსიტეტში გაიმართება.
2016 სასწავლო წლიდან თელავის უნივერსიტეტში სხვადასხვა კონკურსებთან და ღონისძიებებთან ერთად, იგეგმება საჯარო ლექციების ჩატარება, რომლებსაც ლიტერატურის, კულტურულ-საგანმანათლებლო, კონფლიქტების, საერთაშორისო ურთიერთობების და კავკასიური კვლევების მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტები წაიკითხავენ. ლექციებზე დასწრება, თესაუ-ს სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეეძლება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6576
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.