იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საახალწლო ღონისძიება თესაუ-ში

22 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს.
წარმოდგენის დაწყებამდე სტუმრებს ღონისძიების ორგანიზატორი, ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დარეჯან მაისურაძე მიესალმა და ისტორიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების და დეპარტამენტის წარმატებებზე ისაუბრა.
საახალწლო ღონისძიებაზე, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელი თინათინ ნათელაძე იყო, სხვადასხვა სახის თეატრალური, ლიტერატურული, მუსიკალური ნომრები და პაროდიები შესრულდა.
წარმოდგენას თესაუ-ს რექტორი , სტუდენტები, მათი მშობლები, და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6273
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'