იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ისრაელის სასწავლებლების წარმომადგენლები თესაუ-ში

16 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტის და გორდონის კოლეჯის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რონდა სოფერის, გალით ქადურის და რაბია ბასისის შემადგენლობით, თესაუ-ს რექტორს და საერთაშორისო ურთერთობების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო თესაუ-ში და ისრაელის უმაღლეს სასწავლებლებში არსებული მდგომარეობის ანალიზს.
შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო სამუშაოები და გაცვლითი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის განვითარებას პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი განათლების ინსტიტუციებში, რათა გაიზარდოს პოტენციური სტუდენტების (ქალების, ეთნიკური უმცირესობის და უნარშეზღუდული პირების) რიცხვი უმაღლესი განათლების სფეროში.
შემდეგი შეხვედრა ესპანეთის ქალაქ მურსიაში დაიგეგმა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6803
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.