იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტის აგარარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტების საყურადღებოდ!!!

ბაკალავრიატის მეორე, მესამე და მეოთხე  და აგრეთვე მაგისტრატურის პირველ და მეორე კურსის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი გერმანიის გეიზენჰაიმის უნივერსიტეტში  ერაზმუს+ 10 თვიან სასტიპენდიო პროგრამაზე “საერთაშორისო ღვინის ბიზნესის” მიმართულებით.  

დაინტერესებული სტუდენტი გაივლის შესარჩევ კონკურსს:

წარსადგენი დოკუმენტებია:

  1. CV Europass -ის ფორმატში

  2. სამოტივაციო წერილი, თუ რატომ სურს კონკრეტულად ამ უნივერსიტეტში, ამ პროგრამაზე სწავლა

  3. ნიშნების ფურცელი ( GPA  უნდა იყოს 2.1 და მეტი) 

  4. ინგლისური ენის სერტიფიკატი  ( ინგლისურ ენაში წერითი გამოცდა ჩატარდება 4 აგვისტოს 12:00 საათზე, გასაუბრება ჩატარდება 10 აგვისტოს 12:00) 

  5. სასურველია გერმანული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

ენის სერტიფიკატის გარდა,  ყველა დოკუმენტის წარდგენის ბოლო ვადაა 3 აგვისტო . 

გთხოვთ, საბუთები მოიტანოთ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეხუთე სართულზე 108 ოთახში.  

დაინტერესების შემთხვევაში მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ( რემონტის გამო დროებით ვიმყოფებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეხუთე სართულზე 108 ოთახში, საერთაშორისო განათლების ცენტრში. ან მოგვწეროთ შემდეგ მეილზე: ir.head@tesau.edu.genino.korinteli@tesau.edu.ge   

 
მნახველთა რაოდენობა: 8365
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.