იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
აკადემიური კეთილსინდისიერების ეროვნული ქსელის (ENAI) მე-3 საზაფხულო სკოლა

სლოვენიის რესპუბლიკის მარიბორის უნივერსიტეტის ორგანიზებით, აკადემიური კეთილსინდისიერების ეროვნული ქსელის (ENAI) მე-3 საზაფხულო სკოლა მოეწყობა. საზაფხულო სკოლის ძირითადი სამუშაო თემებია - აკადემიური კეთილსინდისიერება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში, პლაგიატი, სახელშეკრულებო არაკეთილსინდისიერება, აკადემიური წერა, კვლევის შედეგების ეთიკის ნორმების დაცვით გამოქვეყნება და გავრცელება, მონაცემთა მართვა, აკადემიური და კვლევითი კეთილსინდისიერების დარღვევა და აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკა.

საზაფხულო სკოლა მარიბორის უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის ორგანიზებით, 21-დან 25 აგვისტომდე გაგრძელდება. ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ლექციებისა და სემინარების განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: http://enai-summerschool2023.um.si/#1#schedule .

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა, ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს, ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსების საშუალებით შეუძლია. რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, დაინტერესებული პირი ვიდეოკონფერენციაზე ჩართვისთვის საჭირო ბმულს ერთი დღით ადრე მიიღებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 5311
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.